რას ითვალისწინებს რუსეთს წინააღმდეგ შემუშავებული ევროკავშირის სანქციების რიგით მე–6 პაკეტი
04/05/2022 07:44:05 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.
მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი 4 განსხვავებული ტიპი ჩამოთვალა:
- "შავ სიაში" იქნებიან რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში;
- რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank უნდა გაითიშოს SWIFT–ს საბანკო გადარიცხვების სისტემიდან;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მსხვილი რუსული მაუწყებელი ევროკავშირში შეწყვეტს საკაბელო, სატელიტურ ან ინტერნეტ მაუწყებლობას;
- რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულება".
ფონ დერ ლაიეინის თქმით, ნავთობზე დამოკიდებულების დასრულება ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე ევროკავშირი 6 თვეში გაუფილტრავ ნავთობის რუსეთიდან მიღებას შეწყვეტს, 2022 წლის ბოლოსთვის კი რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე იტყვის უარს.


