Accentnews.ge
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: "უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან რუსების კოლონა გაანადგურეს"

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: "უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან რუსების კოლონა გაანადგურეს"

04/05/2022 07:36:50 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან განლაგებული მტრის კოლონა და საბრძოლო მასალები გაანადგურეს, - ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე დაწერა.

„უკრაინულმა არტილერიამ იზიუმთან გაანადგურა რუსული კოლონა საბრძოლო მასალებით. მტრის განადგურება მოხდა იზიუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მტერი თავის ზურგის მხარედ თვლიდა", - წერს ბრაჩუკი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S