Accentnews.ge
მედია – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის შემდეგ თანამდებობას თენგიზ ცერცვაძეც ტოვებს

მედია – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის შემდეგ თანამდებობას თენგიზ ცერცვაძეც ტოვებს

04/05/2022 07:20:33 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს, – იუწყება "მთავარი არხი".

მისი ცნობით, მიზეზი ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან დაპირისპირებაა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თანამდებობის დატოვების თაობაზე ტელეარხთან კომენტარს არ აკეთებს, ხოლო მინისტრთან დაპირისპირებას უარყოფს.

"არ ვთანამშრომლობ თქვენთან, შესაბამისად, არც ერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ. იმას კითხეთ, ვინც გითხრათ. არანაირი დაპირისპირება არ მქონია [ჯანდაცვის მინისტრთან]. მივდივარ ახლა იქ [ინფექციურში] სამუშაოდ", - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ "მთავარ არხს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

უკავშირდება თუ აღნიშნული მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდ–პანდემიის დროს დიდი ოდენობით თანხა გაიფლანგა, უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S