Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთმა იზიუმთან 22 ბატალიონი განათავსა, რათა ჩრდილოეთით დაწინაურდეს"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთმა იზიუმთან 22 ბატალიონი განათავსა, რათა ჩრდილოეთით დაწინაურდეს"

04/05/2022 07:00:37 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა იზიუმის სიახლოვეს ტაქტიკური ჯგუფის 22 ბატალიონი განათავსა, რათა დონბასის ჩრდილოეთით დაწინურდეს.

მისი ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი სავარაუდოდ, გეგმავს გასცდეს იზიუმს და სხვა ქალაქები, მათ შორის კრამატორსკი და სევეროდონეცკი დაიკავოს.

ახალი ტერიტორიების დაკავებით კი, დაზვერვის ცნობით, რუსული ჯარი დონბასის ჩრდილო-აღმოსავლეთზე სამხედრო კონტროლის დაკავებასა და ამ რეგიონის უკრაინული ძალებისგან იზოლირებას ეცდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S