კირილენკო: "3 მაისს რუსეთის აგრესიას დონეცკში 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა"
04/05/2022 05:55:51 მსოფლიო
"3 მაისს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 27 კი დაჭრეს", - ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი თქმით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ, ეს ერთ დღეში ყველაზე დიდი მსხვერპლია:
"დაღუპულთა შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 -ლიმანში, 4 -ვუჰლედარში, 1 -ველიკა ნოვოსილკაში და 1- შანდრიჰოლოვოში. რუსები დაისჯებიან ჩვენს მიწაზე ჩადენილი ყოველი დანაშაულისთვის",


