Accentnews.ge
რუსეთის ქალაქებში ჩნდება წარწერები L - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონის  სიმბოლო

რუსეთის ქალაქებში ჩნდება წარწერები L - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონის სიმბოლო

04/05/2022 05:32:23 მსოფლიო

რუსეთის ქალაქებში "შემთხვევითი" ხანძრების პარალელურად ჩნდება სიმბოლოები L.

L არის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონის "რუსეთის თავისუფლების" სიმბოლო. ეს ლეგიონი კი დაკომპლექტებულია რუსეთის მოქალაქეებისგან, რომელთა მიზანი პუტინის ჩამოგდებაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ქალაქებში მასობრივი ხანძრებია.

26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ბრიანსკში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში გახშირდა თავდასხმები სამხედრო კომისარიატებზე, სადაც ახალწვეულებისა და რეზერვისტების პირადი მონაცემები ინახება, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, პარტიზანული ომის ნიშნები იყოს.

„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები... მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S