
გერმანიამ რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო ჰაერში გამანადგურებლები აუშვა
03/05/2022 21:07:49 ევროპა
„ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტებით შეიარაღებულმა გერმანულმა Eurofighters-ებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს (ილ-20) გზა მოუჭრა,– იუწყება Bild.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი 30 აპრილს მოხდა. რუსულმა ილ-20-მა საერთაშორისო საჰაერო სივრცე გადაკვეთა და ბალტიის ზღვაში გერმანიის კუნძულ რუგენისკენ გაემართა. ამის შემდეგ გაცემული იქნა ბრძანება რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირების შესახებ და ჰაერში ორი გერმანული გამანადგურებელი აუშვეს. ისინი მიუახლოვდნენ რუსულ თვითმფრინავს და "მიაცილეს საერთაშორისო საჰაერო სივრცემდე".
”ეს განზრახ გაკეთდა. რუსები, როგორც წესი, ასე ახლოს არ მოდიან”, - უთხრა გამოცემას წყარომ სამხედრო წრიდან.