Accentnews.ge
უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი დანაკარგების შესახებ იუწყბა

უკრაინა დონბასში რუსეთის ახალი დანაკარგების შესახებ იუწყბა

03/05/2022 20:51:27 ევროპა

უკრაინელმა დამცველებმა დღის განმავლობაში აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის 12 შეტევა მოიგერიეს,– იუწყება გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი.

„3 მაისს, დღი განმავლობაში გაერთიანებული ძალების დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ნიჭიერი მოქმედებისა და ოსტატობის წყალობით ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს. კერძოდ, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 6 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა (მათ შორის 3 MLRS), 15 ჯავშანმანქანა და 9 ავტომანქანა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა დონბასის ცაზე ჩამოაგდეს ერთი საკრუიზო რაკეტა და სამი უპილოტო საფრენი აპარატი – Orlan-10,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „სხიდი“ დასძენს, რომ მისი პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინულმა არტილერიამ საცეცხლე დაზიანება მიაყენა მანქანების ჯგუფს, ასევე განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და დაიღუპა 40 დამპყრობელი.

იუწყებიან, რომ ბრძოლები გრძელდება.

მანამდე ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად დასუსტებულია როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად:

„რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით გაორმაგდა 2005-2018 წლებში, ინვესტიციებით მაღალი დონის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შესაძლებლობებში. 2008 წლიდან ამან საფუძველი ჩაუყარა სამხედრო მოდერნიზაციის ვრცელ პროგრამა New Look-ს. თუმცა, ფიზიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციამ რუსეთს უკრაინაში დომინირების საშუალება არ მისცა. წარუმატებლობამ, როგორც სტრატეგიულ დაგეგმვაში, ასევე ოპერაციულ შესრულებაში, შეუძლებელი გახადა რუსეთისთვის, რომ რიცხობრივი ძალა გადამწყვეტ უპირატესობად ექცია. რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად სუსტია, როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად. ეს ვითარება სანქციებით იქნება გამწვავებული. ამას განგრძობითი შედეგი ექნება რუსეთის უნარზე, ჰყავდეს სათანადო ჯარი“, - ვკითხულობთ შეტყობინებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S