Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Malloy T150–ებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Malloy T150–ებს გადასცემს

03/05/2022 20:33:17 ევროპა

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს Malloy T150 თვითმფრინავებს, რომლებსაც შეუძლიათ ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარებისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდება,– იუწყება Sky News.

ეს არის 300–მილიონიანი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამშაბათს გამოაცხადა.

კვადკოპტერები გამოსცადეს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითებმა. დრონებს აქვთ 70 კმ დისტანციაზ ფრენის და 68 კგ-მდე აღჭურვილობის გადატანის შესაძლებლობა. მათ ბრიტანული კომპანია Malloy Aeronautics აწარმოებს.

ამასთან, არსებობს ცნობები, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას აღმოსავლეთის ალყაშემორტყმული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის 13 ერთეულ ჯავშანმანქანას გადასცემს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამშაბათს უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა რწმენა რუსეთზე უკრაინის გამარჯვების მიმართ და გამოაცხადა სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S