
რუსებმა ტრანსკარპატების რეგიონზე პირველად მიიტანეს იერიში
03/05/2022 20:12:31 ევროპა
რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ტრანსკარპატების მთიან რეგიონზე,– იუწყება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიქტორ ნიკიტა.
მისი ცნობით, რაკეტა ერთ-ერთ სარკინიგზო ქვესადგურს მოხვდა ვოლოვეცის რკინიგზის სადგურთან ახლოს.
"500 მეტრის რადიუსში მდებარე ობიექტებზე ფანჯრები ჩამსხვრეულია, რაკეტის ფრაგმენტებმა დააზიანა მიმდებარედ არსებული მანქანები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია ანგარიშში.
ნიკიტამ მოქალაქეებს სთხოვა, შემთხვევის ადგილზე ფოტო–ვიდეო მასალა არ გადაიღონ.
ეს აღნიშნულ რეგიონზე შეტევის პირველი შემთხვევა იყო.