Accentnews.ge
ბლინკენი იმედოვნებს, რომ მარიუპოლში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკე რუსების იმედგაცრუებას გამოიწვევს

ბლინკენი იმედოვნებს, რომ მარიუპოლში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკე რუსების იმედგაცრუებას გამოიწვევს

03/05/2022 20:02:07 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტების მიერ მარიუპოლში ოკუპანტების მიერ ჩადენილი საშინელების და დანაშაულების მუდმივ შეხსენებას შეუძლია, „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პერსონალის გადარჩენის მოახლოება.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ იმ ადამიანების ბედით, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან. მარიუპოლი ყველაზე საშინელი შემთხვევაა მიუხედავად იმისა, რომ მასზე კონტროლი ჯერ კიდევ არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის. ხალხს უნდა მიეცეს მარიუპოლის დატოვების უსაფრთხო გზა. ჩვენთვის ცნობილია სხვადასხვა ორგანიზაციისა და პიროვნების ერთობლივი ძალისხმევის შესახებ ევაკუაციისთვის უსაფრთხო დერეფნის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ რუსეთი უარს ამბობს იმ შეთანხმებების შესრულებაზე, რომლებსაც თითქოს ეთანხმება. ჩვენ გვაქვს 1 მაისს მარიუპოლიდან 100-ზე მეტი ადამიანის წარმატებული ევაკუაციის მაგალითი. თუმცა, რუსებმა განაგრძეს შტურმი, დაბომბვა მეტალურგიული ქარხნის, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებიან.

უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რასაც ჟურნალისტები აკეთებთ - გამუდმებით იმეორებთ და ახსენებთ ამ კატასტროფას, რომელიც ახლა ხდება მარიუპოლში რუსების დარტყმის ქვეშ. თქვენ თვალყურს ადევნებთ, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება. დავინახე, ვიცოდი და მივხვდი რუსების სისასტიკეს და არაადამიანურობას მარიუპოლში“,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენი იმედოვნებს, რომ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების დანაშაულებისა და სისასტიკის შესახებ ინფორმაცია გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება მსოფლიოში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი და ასევე გამოიწვევს რუსების იმედგაცრუებას თავიანთი ხელისუფლებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S