Accentnews.ge
ФСБ–ში იმ პირთა ნათესავების დაბარება დაიწყეს, რომელთაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს

ФСБ–ში იმ პირთა ნათესავების დაბარება დაიწყეს, რომელთაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს

03/05/2022 19:27:57 მსოფლიო

ФСБ-ს ოფიცრები დაკითხვაზე იბარებენ იმ რუსების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის გამო. მათ არწმუნებენ, ნათესავები რუსეთში დააბრუნონ,– იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „პირველი დეპარტამენტი“.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ დროისთვის მათ 5 მსგავსი შემთხვევის შესახებ იციან.

”ომის დაწყებიდან ჩვენმა ადვოკატებმა მიიღეს შეტყობინებები კონსულტაციების თხოვნით იმ ადამიანებისგან, რომელთა წინააღმდეგაც ФСБ საქმის გახსნას ცდილობდა. ისინი ახორციელებდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას (მაგალითად, სახლის დათვალიერებას), თუმცა ბრალი წაყენებული არ ჰქონდათ. მათ მხოლოდ სიტყვიერად განუცხადეს, რომ ეძებდნენ მოღალატეებს, ჯაშუშებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების (SBU) თანამზრახველებს", - აცხადებენ უფლებადამცველები.

ადვოკატ ევგენი სმირნოვის თქმით, ФСБ დაინტერესებულია იმ ადამიანებით, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ომს ან ფულს ურიცხავდნენ უკრაინის დახმარების ფონდებს:

"იმ პირთა შორის, ვისითაც ФСБ ინტერესდება, არიან თავდაცვის საწარმოების ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ უარი თქვეს მათთან მუშაობაზე. არიან ასევე ბანკის ყოფილი თანამშრომლები, სტუდენტები...".

სმირნოვი ხაზს უსვამს, რომ ФСБ-ს თანამშრომლები ცდილობენ, ძირითადად ხანდაზმულ ნათესავებს დაუკავშირდნენ, რომლებიც უფრო მეტად ენდობიან სპეცსამსახურებს, ან ეშინიათ მათი და უფრო ადვილად ექცევიან ზეგავლენის ქვეშ. ნათესავებს ჰპირდებიან, რომ წასულებს არაფერი ემუქრებათ, რომ უბრალოდ უნდა მივიდნენ უწყებაში და გაისაუბრონ, რათა დაიხუროს საქმე, ან ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდეთ.

ФСБ არკვევს ტელეფონის ნომრებს, წასულებთან კომუნიკაციის გზებს და საცხოვრებელ ადგილებს.

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, სპეცსამსახური ადრეც იყო დაკავებული ადამიანების რუსეთში დაბრუნებით, მაგრამ „არა ასე მოუხერხებლად - მაშინ ყველაფერი უფრო ეშმაკურად გაკეთდა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S