
რუსულმა ძალებმა ლვოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს
03/05/2022 19:01:40 ევროპა
უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში დღეს საღამოს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.ინფორმაციას ლვოვის მერი ანდრი სადოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ელექტროქვესადგური დაზიანდა - ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - განაცხადა სადოვიმ.
უკრაინის რკინიგზა კი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა სარკინიგზო ქვესადგურები დაბომბეს, რამაც შეფერხებები გამოიწვია. მატარებლები ლვოვის შესასვლელთან არიან გაჩერებულები.
„მტრის მიერ განხორციელებული რკინიგზის ქვესადგურების დაბომბვის გამო, რამდენიმე მატარებელი შეფერხებით იმოძრავებს“, - ნათქვამია უკრაინის რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.