"დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის პოტენციალი იზრდება" – ამერიკელი გენერალი
03/05/2022 18:57:07 მსოფლიო
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალმა მარკ მილის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც ამერიკელების მრავალი თაობა მედეგად იბრძოდა
როგორც გენერალმა თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე დეპუტატებს განუცხადა, მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება.
”დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება და არა მცირდება”, - თქვა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ აშშ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ გეო-სტრატეგიულ გადახრის წერტილში იმყოფება, სადაც შეერთებული შტატების არმიამ ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა და მოდერნიზება მომავლისთვის:
„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საფრთხეს ვუქმნით მომავალი თაობების უსაფრთხოებას”.


