
"ირპენის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში, სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს" – მერი
03/05/2022 18:51:48 ევროპა
ირპენის მერის ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ირპენში, სულ მცირე, 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
მარკუშინის ცნობით, დაღუპულთაგან 185 იდენტიფიცირებულია - მათი უმრავლესობა მამაკაცი იყო. გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.
მარკუშინის ინფორმაციით, სულ მცირე, 5 ადამიანის დაღუპვის მიზეზი თავის ტვინის დაზიანებები და შიმშილი იყო. ხუთი ადამიანი კი ოკუპანტებმა ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში დახვრიტეს.