Accentnews.ge
უკრაინაში პრორუსულად აღიარებული პარტიები აიკრძალება

უკრაინაში პრორუსულად აღიარებული პარტიები აიკრძალება

03/05/2022 17:54:55 ევროპა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მოიწონა კანონპროექტი პრორუსულად აღიარებული პარტიების აკრძალვის შესახებ.

კანონპროექტს მხარი პარლამენტის 330-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არიან „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ რიგი წევრები, რომელიც პრორუსულად ითვლებოდა,– იუწყება სახალხო დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.

როგორც განიმარტა, კანონპროექტი ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი მათი საპროგრამო მიზნები და მოქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლების ან უარყოფისკენ. მათ შორის საქმე შეიძლება, ეხებოდეს იმის უარყოფას, რომ რუსეთის სამხედროებს ოკუპირებული აქვთ უკრაინის ტერიტორიები, ან ეხებოდეს რუსეთის სამხედროთა მიჩნევას „სახალხო რაზმებად“ ან „თავაზიან ადამიანებად“. პროექტში არ არის მოცემული იმ პარტიების სია, რომლებიც შეიძლება, დაექვემდებარონ აკრძალვას. ამ საკითხს სასამართლო განსაზღვრავს.

მარტის ბოლოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სამხედრო მდგომარეობის პერიოდში შეაჩერა რამდენიმე პარტიის საქმიანობა და ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა მათი პრორუსული პოზიციით. ამის შემდეგ წევრებმა დათხოვნილი ფრაქციისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ რადაში შექმნეს სადეპუტატო ჯგუფი „პლატფორმა სიცოცხლისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S