Accentnews.ge
ეხმარება თუ არა ჩინეთი რუსეთს– Reuters

ეხმარება თუ არა ჩინეთი რუსეთს– Reuters

03/05/2022 17:47:51 მსოფლიო

Reuters-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათ არ მიუღიათ რაიმე სახის ცნობები რუსეთის სასარგებლოდ ჩინური ფინანსური ან სამხედრო დახმარების შესახებ.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სიფრთხილეს იჩენენ ჩინეთის მიერ რუსეთის ზოგადი მხარდაჭერის მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით არ განხორციელებულა სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, რომლის შესახებაც უკრაინის ომის პარალელურად შიშობდნენ.

ომის დაწყების შემდეგ პეკინი შედარებით დაბალანსებულ პოლიტიკას იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ომს არ უწოდებს, არც რუსეთის საომარ მოქმედებებს უჭერს მხარს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობის აღდგენა.

ჩინეთი უკრაინას პერიოდულად უგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S