Accentnews.ge
"რუსულმა ძალებმა მარიუპოლიდან 40 000-მდე ადამიანი გადაასახლეს" – ქალაქის მერი

"რუსულმა ძალებმა მარიუპოლიდან 40 000-მდე ადამიანი გადაასახლეს" – ქალაქის მერი

03/05/2022 17:42:47 ევროპა, მსოფლიო

რუსულმა ძალებმა მარიუპოლიდან რუსეთში ან სეპარატისტულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში თითქმის 40 000 ადამიანი გადაასახლეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ დღეს, 3 მაისს, განაცხადა.

„ჩვენ უკვე გადავამოწმეთ მარიუპოლიდან რუსეთში ან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადასახლებულთა სიები. თითქმის 40 000 ადამიანია. ახლა მათ დაიწყეს ამ სიების დამალვა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ყველაფრის გადამოწმება არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მისივე ცნობით, რუს სამხედროებს ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ან ციმბირში მიჰყვათ და იქ იყენებენ მათ სხვადასხვა სამუშაოებისთვის.

მისივე თქმით, მარიუპოლის მოსახლეობას ეძლევა გადახლების მოწმობა და ჩართულები არიან „დამცირებელ სამუშაოებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S