Accentnews.ge
"უკრაინის მოკავშირეებს არ შეუძლიათ 2014 წელს დაშვებული შეცდომის განმეორება" – ჯონსონი

"უკრაინის მოკავშირეებს არ შეუძლიათ 2014 წელს დაშვებული შეცდომის განმეორება" – ჯონსონი

03/05/2022 16:03:00 ევროპა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას მიმართა და განაცხადა, რომ დასავლეთის ქმედება უკრაიანში რუსულ აგრესიაზე ძალიან ნელი იყო და რომ უკრაინის მოკავშირეებს "არ შეუძლიათ იგივე შეცდომის დაშვება", რაც 2014 წელს ყირიმში შეჭრის დროს დაუშვეს.

მისი თქმით, დასავლეთი "ზედმეტად ნელი იყო იმის გარკვევის პროცესში, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში" და ვერ შეძლო ერთობლივი სანქციების დაწესება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

"თქვენ გაანადგურეთ მითი პუტინის დაუმარცხებლობის შესახებ და დაწერეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თავი სამხედრო ისტორიასა და თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

[...] ეს უკრაინის დიდებული საათი, რომელიც გაახსენდებათ და გაიხსენებენ მომავალი თაობები" - თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს. სამხედრო დახმარების პაკეტი ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემას, GPS-ის ჩამკეტებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავს.

დიდმა ბრიტანეთმა აქამდე უკრაინაში 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. ასევე, რამდენიმე ათეული NHS-ის სასწრაფო მანქანა.

გასულ კვირებში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer HighVelocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს.

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S