Die Welt: გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის Panzerhaubitzen 2000 ჰაუბიცების მიწოდება გადაწყვიტა
03/05/2022 15:30:52 მსოფლიო
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის Panzerhaubitzen 2000 ტიპის შვიდი ერთეული ჰაუბიცის მიწოდება გადაწყვიტა, - იუწყება გამოცემა "Die Welt" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, კანცელარიისა და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ბუნდესვერის წამყვანი სამხედრო ჩინოსნების რჩევის საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული. მანამდე ისინი აღნიშნავდნენ, რომ ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული 119 ასეთი ჰაუბიციდან მხოლოდ 40 ერთეული იყო მწყობრში და ისინი თავად გერმანიას სჭირდებოდა.
Panzerhaubitzen 2000 – ეს მძიმე საარტილერიო სისტემაა, რომელიც 40 კმ-მდე მანძილზე ისვრის. მის გამოყენებაში უკრაინელ სამხედროებს გერმანიის ტერიტორიაზე მოამზადებენ.
მანამდე 5 ერთეულ ასეთ სისტემას უკრაინას ნიდერლანდები დაჰპირდა.
რაც შეეხება დასავლური ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკებს, როგორიცაა Leopard, გერმანია უკრაინისთვის მათ მიწოდებას ჯერ არ გეგმავს.


