Accentnews.ge
შეწყალებულთა შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი მოხვდა

შეწყალებულთა შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი მოხვდა

23/09/2019 07:21:48 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

“იმედის კვირის” ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორი შეიწყალა.

1994 წელს დაბადებული მსჯავდებული, რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა, როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროკურატურა ასეთი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების პირობებშიც კი არ მიდის რამდენიმეწლიან სასჯელზე.

“იმედის კვირის” ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სიაში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობისთვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი და ერთი ძებნილი შეიწყალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საზოგადოების მღელვარების შემდეგ მან მორატორიუმი გამოაცხადა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S