Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლებამ პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მოსკოვის ბინების შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოვა

რუსეთის ხელისუფლებამ პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მოსკოვის ბინების შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოვა

03/05/2022 14:10:07 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მოსკოვის ბინების შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოვა, - იუწყება გამოცემა "Агентство".

საუბარია მოსკოვის ცენტრში, დოლგორუკოვის ქუჩაზე, ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ სამ ბინაზე საერთო ფართით 450 კვ.მ. შესაბამის რეესტრში ამ ქონების შესახებ მონაცემებიდან სოლოვიოვის გვარი გაქრა და მფლობელად "რუსეთის ფედერაციაა" მითითებული, - იუწყება გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა ხსენებული ბინები 250 მლნ რუბლად შეაფასა. მათ გარდა, სოლოვიოვის მფლობელობაშია აგარაკი მოსკოვის სიახლოვეს, რომელიც 400 მილიონ რუბლადაა შეფასებული.

ცნობისთვის: აპრილის ბოლოს რუსულმა უშიშროებამ გამოაქვეყნა განცხადება კრემლის პროპაგანდისტებზე - ვლადიმირ სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანზე ვითომდა თავდასხმის მზადების შესახებ.

იმავე თვის დასაწყისში იტალიაში სოლოვიოვის კუთვნილი ერთ-ერთი ვილის დაწვა სცადეს. იმ დროისთვის შენობა უკვე დაყადაღებული იყო რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ფარგლებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S