Accentnews.ge
კირილის მტკიცებით, "რუსეთი თავს არავის არასოდეს დასხმია"

კირილის მტკიცებით, "რუსეთი თავს არავის არასოდეს დასხმია"

03/05/2022 13:39:12 მსოფლიო

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი აგრძელებს კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდას და არწმუნებს მრევლს, რომ "რუსეთი თავს არასოდეს არავის დასხმია".

"ჩვენ ომი არავისთან გვსურს, რუსეთი არასოდეს არავის დასხმია თავს. გასაკვირიც კია, როცა დიადი უძლეველი სახელმწიფო თავს არავის ესხმის და მხოლოდ იცავს თავის საზღვრებს. შევთხოვ ჩვენს წმინდანებს, რუსეთის წმინდა საზღვრები მიუდგომელი რჩებოდეს, რუსებს კი ჰყოფნიდეთ სიბრძნე, ძალა და ღირსება, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჩვენი წმინდა საზღვრები" - განაცხადა კირილმა მორიგი ქადაგებისას.

ცნობისთვის: 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამას წინ უძღოდა ქვეყნის აღმოსავლეთში შუღლის გაღვივება და 8-წლიანი ჰიბრიდული ომი.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მზადების შესახებ მის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადეს. დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს, რომ უკრაინის მიმართ პუტინის აგრესია არაპროვოცირებული იყო.

თავად პუტინი ომს "სპეცოპერაციას" უწოდებს. სიტყვა "ომის" გამოყენება იკრძალება. რუსულ მედიას ეკრძალება ამ თემაზე ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რის გამოც რუსეთში დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა.

რუსული არმია უკრაინაში მთელი ქალაქების განადგურებას, მშვიდობიანი მოსახლეობის წამებას, გაუპატიურებას, მკვლელობებს აგრძელებს.

მანამდე რუსეთს ჰიუბრიდული ომები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც აქვს განხორციელებული.

სადღეისოდ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

იხილეთ ასევე: დეზინფორმაცია: რუსეთი ომებს არ იწყებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S