ლარი გამყარებას განაგრძობს
03/05/2022 13:18:27 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0331 ლარი ეღირება, ევრო – 3.1869 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7950 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0590 ლარი ღირდა, ევრო – 3.2190 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.8439 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


