Accentnews.ge
ტრამპი ზელენსკისთან ბაიდენზე საუბარს ადასტურებს

ტრამპი ზელენსკისთან ბაიდენზე საუბარს ადასტურებს

23/09/2019 07:02:20 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

დონალდ ტრამპის განმარტებით, 25 ივლისის სატელეფონო საუბარი ძირითადად მილოცვის ხასიათს ატარებდა, თუმცა ის კორუფციის საკითხსაც შეეხო.

„საუბარი ძირითადად, მილოცვის ხასიათს ატარებდა. ვისაუბრეთ კორუფციაზეც და აღვნიშნე, რომ არ გვსურს ჩვენი ხალხი, ისეთები როგორიც ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟია, უკრაინაში ისედაც არსებულ კორუფციას უწყობდნენ ხელს“.

ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიძიებდა ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა, ეს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ფაქტია.


წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა გუშინ განაცხადა, რომ თუ გამოძიება დაადგენს ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს, ტრამპის იმპიჩმენტი ერთადერთი გზა იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S