"კიევის ოლქში კიდევ ერთი სამარხი ვიპოვეთ, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ"
03/05/2022 10:06:38 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ კიევის ოლქში, კალინივკაში კიდევ ერთი სამარხი იპოვეს 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედით. მისი თქმით, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ.
"წამების შედეგად მომძვრალი ფრჩხილები, ხელებშეკრული. კიევის ოლქის სოფელ კალინივკაში ვიპოვეთ კიდევ ერთი სამარხი, სადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოვაჩინეთ. კიდევ რამდენი ასეთი სამხედრო დანაშაული ხდება მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ტერორის გზა აირჩია და ამიტომ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელწიფოდ უნდა გამოცხადდეს", - ამბობს პოდოლიაკი.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


