Accentnews.ge
აშშ-ში შესაძლოა, აბორტის უფლება აიკრძალოს

აშშ-ში შესაძლოა, აბორტის უფლება აიკრძალოს

03/05/2022 09:15:05 მსოფლიო

აშშ-ში შესაძლოა, აბორტის უფლება აიკრძალოს, – იუწყება Politico.

მისი ცნობით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ აბორტის უპირობო უფლების შესახებ 50 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

დოკუმენტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, რომელიც Politico –მ მოიპოვა აღნიშნული უფლების გაუქმებას მოსამართლეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს.

"დოკუმენტში ნათქვამია, რომ აბორტების თაობაზე გადაწყვეტილება ხალხის მიერ არჩეულებმა უნდა მიიღონ, რაც ტექნიკურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება შტატების პარლამენტების დონეზე მიიღება. თუ უზენაესი სასამართლო თებერვლით დათარიღებულ პროექტს დაუჭერს მხარს, აშშ-ში ქალები დაკარგავენ ფედერალური კონსტიტუციით გარანტირებულ აბორტის უფლებას და შტატებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ არა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ამ საკითხს.

ოქტომბერში აბორტის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია "გუტმახერმა" განაცხადა, რომ თუ აბორტის აკრძალვის თემა შტატების დონეზე დავა, აბორტები შეიძლება არალეგალური გახდეს ამერიკის 50-დან 26 შტატში.

აბორტის აკრძალვის თემა აშშ-ის საზოგადოებაში ტრადიციულად ძლიერ პოლარიზაციას იწვევს. მოელიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროტესტის ტალღას გამოიწვევს", – იუწყება Politico.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S