КГБ–ს ყოფილი აგენტი: "პუტინს აქვს პარანოია და ყველა ადამიანში მოღალატეს ხედავს"
03/05/2022 09:02:37 მსოფლიო
КГБ–ს ყოფილი აგენტი ბორის კარპიჩკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრობს.
როგორც კარპიჩკოვი აცხადებს, კრემლის ლიდერის ახლო გარემოცვა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარს თავს არიდებს.
"პუტინს აქვს პარანოია და მოღალატეების შიში. პრეზიდენტი ყველა ადამიანში, მათ შორის რუსეთის უშიშროების თანამშრომლებსა და თუნდაც მის ახლო წრის წარმომადგენლებში მოღალატეს ხედავს. გარდა ამისა, პუტინს ბევრი დაავადება, მათ შორის დემენციის ადრეული სტადია და პარკინსონი აქვს. ვარაუდობენ, რომ დაავადებების ნაწილი სპორტული ტრავმების შედეგად არის განვითარებული. თუ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის სიარულის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს შესაძლოა, იყოს პარკინსონის დაავადების ადრეული სტადიის ან სხვა სერიოზული დაავადების, მაგალითად, ტვინის სიმსივნის შედეგი", – აცხადებს კარპიჩკოვი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, კრემლში აცხადებენ, რომ "პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“.


