"მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე და პუტინს შევხვდე, თუმცა ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი"
03/05/2022 07:53:39 მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპი მიიჩნევს, რომ პუტინს არ სურს შეხვედრა. „მაგრამ როგორ არ უნდა გააჩერო ეს სისასტიკე?“ – განაცხადა ფრანცისკემ.
პონტიფიკოსმა ასევე ისაუბრა რუსეთის პატრიარქზე. მედიის ცნობით, ფრანცისკემ განაცხადა, რომ „რუსეთის პატრიარქი კირილე არ შეიძლება, გახდეს „პუტინის ხელის ბიჭი“.


