Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად დასუსტებულია"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად დასუსტებულია"

03/05/2022 06:57:48 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად დასუსტებულია როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად.

„რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით გაორმაგდა 2005-2018 წლებში, ინვესტიციებით მაღალი დონის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შესაძლებლობებში. 2008 წლიდან ამან საფუძველი ჩაუყარა სამხედრო მოდერნიზაციის ვრცელ პროგრამა New Look-ს. თუმცა, ფიზიკური აღჭურვილობის მოდერნიზაციამ რუსეთს უკრაინაში დომინირების საშუალება არ მისცა. წარუმატებლობამ, როგორც სტრატეგიულ დაგეგმვაში, ასევე ოპერაციულ შესრულებაში, შეუძლებელი გახადა რუსეთისთვის, რომ რიცხობრივი ძალა გადამწყვეტ უპირატესობად ექცია. რუსეთის არმია ახლა მნიშვნელოვნად სუსტია, როგორც მატერიალურად, ისე კონცეპტუალურად, უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად. ეს ვითარება სანქციებით იქნება გამწვავებული. ამას განგრძობითი შედეგი ექნება რუსეთის უნარზე, ჰყავდეს სათანადო ჯარი“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S