"აზოვსტალში" მყოფი ეროვნული გვარდიის სამხედროები მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მთელი გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
03/05/2022 06:53:52 მსოფლიო
"აზოსვტალის" ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული ეროვნული გვარდიის სამხედროები მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებისთვის მიმართავენ. მებრძოლები აღნიშნავენ, რომ "აზოვსტალში" ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულია.
"მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილი სამხედროების და ცხედრების ევაკუაციისთვის. ჯარისკაცების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, მოვუწოდებ მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციას, რადგან ისინი ამად ღირან", - აცხადებენ მებრძოლები ვიდეომიმართვაში.
მათი ცნობით, ქარხანაში კვლავ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
2 მაისს რუსეთმა აზოსვტალის დაბომბვა განაახლა. აზოვის პოლკის ინფორმაციით, ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.


