Accentnews.ge
ბრიტანეთი უკრაინას 300 მლნ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ბრიტანეთი უკრაინას 300 მლნ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

03/05/2022 06:44:53 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი დოლარის) ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.

ამ დრომდე დიდ ბრიტანეთმა უკრაინას 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა, ასევე სხვა აღჭურვილობა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S