Accentnews.ge
"აზოვის" მეთაურის მოადგილე: "თუ საკვები გამოგველევა, ჩიტებს დავიჭერთ და ყველაფერს ვიზამთ მტკიცედ რომ ვიდგეთ"

"აზოვის" მეთაურის მოადგილე: "თუ საკვები გამოგველევა, ჩიტებს დავიჭერთ და ყველაფერს ვიზამთ მტკიცედ რომ ვიდგეთ"

03/05/2022 06:14:15 მსოფლიო

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიშები უწყვეტად გრძელდება.

მისი თქმით, ქარხანაში ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ადგილზე რთული ვითარებაა და საკვებისა და წყლის დეფიციტია.

"ღამის განმავლობაში და დღეს დარტყმები უწყვეტად მიმდინარეობს, ეს იყო სატანკო არტილერია, ყოველ 3-5 წუთში იყო საჰაერო დაბომბვები. ასევე იყო თავდასხმის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს მათი მოგერიება და 5 ოკუპანტი მოკლეს. ქარხანას ისევ თავს აფარებენ მოქალაქეები, მტერი კი აგრძელებს დაბომბვას. ვერ გეტყვით რამდენი დღის საკვები დაგვრჩა. ძალიან გვეშინია წყლისა და საკვების, ასევე საბრძოლო მასალის გარეშე დარჩენის. ჩვენ ვუზიარებთ მოქალაქეებს წყალს, საკვებს და რაც გვაქვს. თუ უარესი მოხდება და საკვები გამოგველევა, ჩიტებს დავიჭერთ და ყველაფერს ვიზამთ მტკიცედ რომ ვიდგეთ", - აცხადებს "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S