Accentnews.ge
CNN - პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს

CNN - პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს

03/05/2022 05:58:20 მსოფლიო

აშშ-ისა და დასავლელი ოფიციალური პირების ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს იმ ფონზე, როცა ისინი აღმოსავლეთი და სამხრეთი უკრაინის დაპყრობას გეგმავენ, - იუწყება CNN.

„ვფიქრობ, პუტინი შეეცდება, გადაინაცვლოს თავისი "სპეციალური ოპერაციიდან“. იგი აყალიბებს საფუძველს იმისთვის, რომ შეძლოს თქმა :"ნახეთ, ეს ახლა ომია "ნაცისტების" წინააღმდეგ და რაც მე მჭირდება, არის მეტი ხალხი, მეტი საზარბაზნე ხორცი", - განუცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა LBC Radio-ს.

CNN-ი იუწყება, რომ 9 მაისს ომის ოფიციალური გამოცხადებით, რუსეთის კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პუტინს, მოახდინოს სარეზერვო ძალების მობილიზება და წვევამდელების გაწვევა, რაც რუსეთს ძალიან სჭირდება ადამიანური ძალის მზარდი დეფიციტის ფონზე.

ამ საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „დიდი ირონია იქნება, თუ მოსკოვი „გამარჯვების დღეს“ ომის გამოსაცხადებლად გამოიყენებს".

„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვისგან 9 მაისამდე მეტს გავიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უფრო მეტს გაიგებთ შეერთებული შტატებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ნატოს პარტნიორებისგან, ასევე 9 მაისამდე",- აღნიშნა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S