
ისრაელის არაბული პარტიები მხარს ბენი განცს უჭერენ
23/09/2019 05:34:12 სხვა, მსოფლიო
ისრაელის ერთობლივი სიის ალიანსმა, რომელშიც ძირითადად არაბებისაგან შემდგარი პოლიტიკური პარტიები შედიან, მხარი ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარ ოპონენტს ბენი განცს დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებში ალიანსი მხარს არცერთ კანდიდატს არ უჭერდა, უკანასკნელი არჩევნების შედეგად უმრავლესობის მოპოვება და კოალიციის შექმნა ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო. არაბული პარტიების მხარდაჭერის შედეგად პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა შესაძლოა ბენი განცს სთხოვოს მთავრობის ჩამოყალიბება.
არაბული პარტიები ისრაელის მთავრობის წევრები არასდროს ყოფილან. ამ არჩევნებზე მათ ქნესეთში 13 ადგილი მოიპოვეს, რაც მათ პარლამენტში მესამე ყველაზე მსხვილ ჯგუფად აქცევს. მათი მხარდაჭერა განცის მემარცხენე-ცენტრისტულ ბლოკს 57 ხმას აძლევს, ნეთანიაჰუს კი მხოლოდ 55 აქვს.