მოსკოვში სპეცრაზმის ავტობუსს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს
02/05/2022 19:33:14 მსოფლიო
მოსკოვში სპეცრაზმის ავტობუსს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს, - იუწყებიან „ბაზა" და „მედიაზონა".
მათივე ცნობით, შემთხვევა კრემლის მახლობლად თეატრის მოედანზე მოხდა. "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავეს.
თავდასხმის მოტივი უცნობია.
ცნობისთვის: მარტში მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიუსაჯა. იმ შემთხვევაში სითხე არ დაღვრილა და არც ხანძარი გაჩენილა.


