"აზოვის" მეთაურის მოადგილე: „აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ჩარჩენილი"
02/05/2022 19:01:11 მსოფლიო
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა აცხადებს, რომ მიუხედავად საევაკუაციო ოპერაციისა, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს, "აზოვსტალის" ფოლადის საწარმოს ბუნკერებში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე არის ჩარჩენილი.
როგორც მან Reuters-ს განუცხადა, რომ მის მებრძოლებს ბუნკერებში ჩარჩენილი ადამიანების ხმა ესმოდათ.
მისი თქმით, ისინი იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, მაგრამ იქ უკრაინულ ძალებს ნანგრევების გასატანად საჭირო მექანიზებული აღჭურვილობა არ გააჩნიათ.
"ჩვენ ბუნკერების შესასვლელის დანგრევას ვგეგმავდით, რომელიც ბლოკირებულია, მაგრამ არტილერია მთელი ღამე ისროდა. დღეს მთელი დღე ავიაცია მუშაობს, ბომბებს ისვრის", - განაცხადა პალამარმა.
1 მაისს აზოვსტალის ტერიტორიიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს. მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ რუსებმა ქარხნის დაბომბვა გაანახლეს.


