Accentnews.ge
რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ოდესაში მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ოდესაში მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

02/05/2022 17:43:27 მსოფლიო

რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ოდესაში მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

„მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ოდესის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები", – წერს სოციალურ ქსელში ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო.

სახალხო დეპუტატის ანდრეი გონჩარენკოს ცნობით, დაღუპულია 13 წლის მოზარდი.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S