უეფა-მ რუსული საფეხბურთო კლუბები ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში აკრძალა
02/05/2022 17:36:57 მსოფლიო
საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია უეფა-მ რუსულ საფეხბურთო კლუბებს 2022-23 წლის სეზონების ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის ლიგასა და ერთა ლიგაში მონაწილეობა აუკრძალა, - იუწყება CNN
ამასთან, მისი ცნობით, რუსეთის წინადადება ევრო 2028-ისა და ევრო 2032-ის ტურნირების მასპინძლობისთვის აღარ არის დაშვებული.
უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა რუსეთს სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესეს.


