Accentnews.ge
ანჯელინა ჯოლი: "ვამაყობ, რომ უკრაინელი ხალხის გამძლეობას, გამბედაობასა და ღირსებას ვხედავ"

ანჯელინა ჯოლი: "ვამაყობ, რომ უკრაინელი ხალხის გამძლეობას, გამბედაობასა და ღირსებას ვხედავ"

02/05/2022 17:27:03 მსოფლიო

ჰოლივუდის მსახიობი, გაერო–ს კეთილი ნების ელჩი ლტოლვილთა საკითხებში ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ საშინელებაა იმის დანახვა, რა გავლენას ახდენს ომი უკრაინელი ბავშვების მთელ თაობაზე.

"ვამაყობ, რომ ვხედავ უკრაინელი ხალხის გამძლეობას, გამბედაობასა და ღირსებას. საშინელებაა იმის დანახვა, რა გავლენას ახდენს ომი უკრაინელი ბავშვების მთელ თაობაზე", – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

ანჯელინა ჯოლი ლვოვში 30 აპრილს ჩავიდა, სადაც, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს შეხვდა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S