Accentnews.ge
გერმანიის ფინანსთა მინისტრი: "ბერლინი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის მზადაა"

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: "ბერლინი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის მზადაა"

02/05/2022 17:21:17 მსოფლიო

გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდერის განცხადებით, ბერლინი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის მზადაა.

"გერმანია მზად არის ახალი სანქციებისთვის, მათ შორის ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის. ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე. დამოკიდებულების შემცირებას დრო სჭირდება. შეცდომა იყო, რომ ამ მიმართულებით დამოკიდებული ვიყავით, თუმცა პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ შეგვიძლია, შევამციროთ იმპორტი დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობით. უფრო მეტი დრო დასჭირდება რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და საბოლოოდ ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით რუსეთისგან", - განაცხადა კრისტიან ლინდერმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანია რუსული გაზის მისაღებად რუბლში არ გადაიხდის:

"გერმანიას ვერ დააშანტაჟებენ. კონტრაქტი კონტრაქტია და ყველა ეს კონტრაქტი ეფუძნება გადახდებს დოლარში ან ევროში. ასე რომ, გერმანელმა კონტრაქტორებმა უნდა გადაიხადონ ევრო ან დოლარი. ეს არის ვითარება კონტრაქტებთან დაკავშირებით და ჩვენ არ შევცვლით, იმიტომ, რომ პუტინს ომისთვის რუბლის სჭირდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S