უკრაინელებმა ხარკოვის რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს
02/05/2022 17:15:31 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს, – იუწყება CNN.
"რუსკაია ლოზოვაია – სოფელი ხარკოვის ჩრდილოეთით – "დანაკარგისა და ვითარების გამწვავების მიუხედავად, ჩვენს კონტროლს დაუბრუნდა", - განაცხადეს სამხედროებმა.
მათი თქმით, "ხარკოვის აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ზედა როგანკა კვლავ უკრაინის ხელშია".
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


