Accentnews.ge
ამერიკელი დიპლომატი: "ვიმედოვნებთ, კიევში აშშ–ის საელჩო მუშაობას მაისის ბოლომდე განაახლებს"

ამერიკელი დიპლომატი: "ვიმედოვნებთ, კიევში აშშ–ის საელჩო მუშაობას მაისის ბოლომდე განაახლებს"

02/05/2022 14:52:00 მსოფლიო

უკრაინაში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედს გამოთქვამს, რომ კიევში შეერთებული შტატების საელჩო მუშაობას მაისის ბოლომდე განაახლებს.

"ვითვალისწინებთ უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალთა მოსაზრებებს და როცა ისინი გვეტყვიან, რომ დაბრუნება შეგვიძლია, ჩვენ დავბრუნდებით", - განაცხადა კვიენმა ლვოვში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა 24 თებერვლამდე თითქმის ორი კვირით ადრე შეწყვიტა. პირველ ეტაპზე საელჩოს ზოგიერთი დიპლომატი ლვოვში გადაიყვანეს, შემდეგ კი საელჩო პოლონეთში გადავიდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა დედაქალაქის რეგიონიდან უკან დაიხია და თავისი ძალები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განათავსა, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ თავიანთი საელჩოები კიევში დააბრუნა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S