Accentnews.ge
მედია: "ჩეჩნები მელიტოპოლიდან გატაცებულ კომბაინებს ვერ ქოქავენ"

მედია: "ჩეჩნები მელიტოპოლიდან გატაცებულ კომბაინებს ვერ ქოქავენ"

02/05/2022 13:52:53 მსოფლიო

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული მელიტოპოლიდან სასოფლო სამეურნეო აღჭურვილობა, მათ შორის ტრაქტორები მოიპარეს და მათი ნაწილი ჩეჩნეთში გადაიტანეს, თუმცა გატაცებულ კომბაინებს ვერ ქოქავენ, – იუწყება CNN.

როგორც გამოცემა უკრაინელ ბიზნესმენზე დაყრდნობით იტყობინება, მეპატრონემ ტრაქტორები დისტანციურად დაბლოკა.

CNN–ის ცნობით, მოპარული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

თანამედროვე ტრაქტორების უმეტესობა კომპიუტერული მართვის სისტემებს იყენებს, რომლის კონტროლიც მეპატრონეს დისტანციურად შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S