Accentnews.ge
ლოჯისტიკა რუსულად: ოკუპანტებს მარიუპოლიდან ცხედრები ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებით გააქვთ

ლოჯისტიკა რუსულად: ოკუპანტებს მარიუპოლიდან ცხედრები ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებით გააქვთ

02/05/2022 13:56:44 მსოფლიო

ოკუპანტებს მარიუპოლში სატვირთოებით ჯერ "ჰუმანიტარული ტვირთი" შეაქვთ, ხოლო შემდეგ იმავე მანქანებით გააქვთ აფეთქებული შენობების ნანგრევებში მოყოლილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, რომლებსაც ქალაქში უგაზობის გამო კრემატორიუმებში ვერ წვავენ, - იუწყება საქალაქო საბჭო.

ადგილობრივების მიერ გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი ასეთი სატვირთოა ასახული.

"მსოფლიომ უნდა შეიტყოს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობისა და მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების შესახებ" - აცხადებენ საქალაქო საბჭოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S