ავსტრალიამ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდება დაიწყო
02/05/2022 13:51:34 მსოფლიო
პრეზიდენტ ზელენსკის ცნობით, ავსტრალიამ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდება დაიწყო.
მისივე თქმით, ავსტრალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ "ქვეყნებს შორის მანძილი შემცირდა".
"მაშინ ვთქვი, რომ არ გვყოფნიდა ჯავშანტექნიკა - მაგალითად, მარიუპოლში ჩვენს სამხედროებამდე მისაღწევად და ქალაქის განსაბლოკად. სადღეისოდ ამ ტექნიკის მოწოდება დაიწყო. პარლამენტების წინაშე ჩემი გამოსვლების შემდეგ მთელმა რიგმა ქვეყნებმა მართლაც საკმაოდ სწრაფად მოახდინეს რეაგირება და უღრმესი მადლობა მათ ამისათვის, ზოგიერთსაც ჯერ კიდევ ველით", – აღნიშნა ზელენსკიმ.


