Accentnews.ge
მედია –„აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა

მედია –„აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა

02/05/2022 13:47:18 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, დღეს მარიუპოლიდან ევაკუირებული პირველი ჯგუფი 230 კილომეტრით დაშორებით მდებარე უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ავტობუსებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულ საევაკუაციო პუნქტზე მისვლა.

მანამდე, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ დაბომბვა განაახლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S