
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
23/09/2019 04:21:13 სხვა, მსოფლიო
თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა,– ამის შესახებ თურქული მედია პრეზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ამავე წყაროს ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა აშშ-თურქეთის ურთიერთობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.
თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება და სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, რომ აშშ–სა და თურქეთს შორის ურთიერთობები სირიის საკითხზე დაიძაბა.