ფინეთი რუსეთთან საზღვარზე გალავანს ააშენებს
02/05/2022 13:41:09 მსოფლიო
ფინეთი რუსეთთან საზღვრის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე გალავანს ააშენებს, - იუწყება ტელეარხი MTV.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მესაზღვრეები პროექტისთვის ყველა საჭირო მონაცემს აგროვებენ, რომელსაც მალევე ქვეყნის მთავრობას წარუდგენენ.
ფინეთ-რუსეთის საზღვრის ჯამური სიგრძე 1340 კმ-ია. ამჟამად ქვეყნებს მხოლოდ მავთულხლართი ჰყოფთ.
«მსგავსი ზღუდე სრულიად უსარგებლოა - იგი მხოლოდ შინაური ცხოველების იქით გადასვლისგან გვიცავს», — განმარტავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსი იუკა ლუკარი.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ფინეთის პარლამენტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ანალოგიური პროცესი დაიწყო მეზობელ შვედეთშიც. ამას მოსკოვიდან მუქარა მოჰყვა.


