Accentnews.ge
ყირგიზეთმა დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსული თვითმფრინავების დაკავება დაიწყო

ყირგიზეთმა დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსული თვითმფრინავების დაკავება დაიწყო

02/05/2022 13:38:05 მსოფლიო

ყირგიზეთმა დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეჭვმიტანილი რუსული თვითმფრინავების დაკავება დაიწყო. ოშის აეოპორტში დააკავეს "ურალის ავიახაზების" კუთვნილი Airbus A320 ბორტზე 146 მგზავრით, რომელიც ქალაქში მინერალური წყლებიდან ჩაფრინდა, - იუწყება კომპანია "მანასის საერთაშორისო აეროპორტი", რომელიც ქვეყნის 11 აეროპორტს აკონტროლებს.

პორტალ «24.kg»-ს ცნობით, ყირგიზეთის მაკონტროლებელ ორგანოებს კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბორტის მიმართ ერთდროულად ორი სერტიფიკატი იყო გაცემული: ერთი - რუსეთში, მეორე - ბერმუდის კუნძულებზე, რომლებიც ბრიტანეთის იურისდიქციას განეკუთვნება.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი რუსული საჰაერო ხომალდი - "ჟუკოვსკის" აეროპორტიდან აფრენილი A320 რუსეთში გააბრუნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტებში დაეშვა სულ მცირე, 12 თვითმფრინავი (Nordwind Airlines, S7, «Уральские авиалинии»), რომელსაც ორმაგი რეგისტრაცია აღმოაჩნდა.

ცნობისთვის: კომპანია "ურალის ავიახაზები" ევროკავშირის სასანქციო სიაში ფიგურირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S